რეზონანსი
(21.11.2023)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მძევლების დაბრუნება წმინდა და უზენაესი მისიაა.
"ჩვენი მძევლების დაბრუნება წმინდა და უზენაესი მისიაა. ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ მათი დაბრუნების მისიას და ეს ჩემი, ისევე როგორც [ომის] კაბინეტის პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ ისრაელის მთავრობა მძევლებს სახლში არ დააბრუნებს და არ გაანადგურებს "ჰამასს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



