რეზონანსი
(21.11.2023)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა."ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების ნაწილის ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. "მაგრამ მე არ მსურს დეტალებში შესვლა, რადგან არაფერია დასრულებული, სანამ არ გაკეთდება. სიტუაცია ამ მომენტში კარგად გამოიყურება", - დასძინა ჯო ბაიდენმა. ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს" მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე