რეზონანსი
(21.11.2023)

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელს მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ დაკავებულ მძევლებთან დაკავშირებით. "ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ "ჰამასის" სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. "ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ კამპანიის განმავლობაში - 45 დღე - არ არის მომენტი, რომ მძევლებზე არ ვიფიქრო", - დასძინა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



