რეზონანსი
(22.11.2023)

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გააკეთა:
"მე მგონი, ეს საკითხი უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, 6-მა პარტიამ უკვე განაცხადა, ოპოზიციურმა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ 5%-იან ბარიერთან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს ამ 5%-ის. ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა დახურულია მათთვისაც. მოემზადონ არჩევნებისთვის, გადამწყვეტი არის არა ბარიერი, და მათ შორის 2012 წელს არ ყოფილა ბარიერი გადამწყვეტი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



