რეზონანსი
(22.11.2023)

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს.
როგორც "მოზაიკას" უთხრეს, თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
"ღამე იყო, ამ დროს ერთს მეორე მამაკაცი დათვი ჰგონებია და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა", - ამბობენ ადგილობრივები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: "მოზაიკანიუსი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



