რეზონანსი
(22.11.2023)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა Army Radio-ს განუცხადა, რომ ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. 

"ჰამასსა" და ისერალს შორის შეთანხმების საფუძველზე 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს.

ელი კოენმა საინფორმაციო გამოცემას განუცხადა, რომ მძევლების პირველი ჯგუფი ხვალ გათავისუფლდება, მაგრამ არ უთქვამს რამდენი.

მან ასევე უარი თქვა ცნობების დადასტურებაზე, რომ პროცესი დილის 5 საათზე დაიწყება.

მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე