რეზონანსი
(22.11.2023)

მმართველი გუნდი მუდმივად ცდილობს კოსმეტიკური ცვლილებებით გავიდეს ფონს, რომელიც არ ემსახურება იმ ძირეული რეფორმების განხორციელებას, რომელზეც ევროკომისია საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა, ამ დათქმის გათვალისწინება, რაც არის მთავარი პრიორიტეტი ევროკომისიისთვის“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია იმართება, სადაც 9 პრიორიტეტის შესრულების გზებზე მსჯელობენ. კონფერენციას როგორც ოპოზიცია, ისე მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე