რეზონანსი
(22.11.2023)

ჩვენი ერთიანობა მკაფიო სიგნალს უგზავნის პუტინს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

"20 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა თავისუფალი ხალხის ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის აგრესიას. და უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. როგორც [აშშ-ის პრეზიდენტმა] ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ტირანები ფასს არ იხდიან თავიანთი აგრესიისთვის, ისინი აგრძელებენ მუქარას", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დასავლეთი არ აპირებს "დაუშვას, რომ ავტოკრატებმა, რომლებიც ეყრდნობიან ძალადობრივ რეპრესიებს სახლში და იძულებას საზღვარგარეთ, გლობალური უსაფრთხოების ფორმა შექმნან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე