რეზონანსი
(23.11.2023)

სიმბოლური იქნება, რომ ვარდების რევოლუციის დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალურად გაღრმავდება პოლარიზაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს პარტია, შიგნით პოლარიზაციას ნამდვილად იმსახურებს, რადგან პოლარიზაციით უნდოდა ჩვენი ქვეყანა დაეღუპა. საბოლოო ჯამში საკუთარ თავს იღუპავს", - აცხადებს იონათამიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე