რეზონანსი
(26.11.2023)

პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



