რეზონანსი
(26.11.2023)

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო მანქანა შევიდა. გაეროს თქმით, შაბათს ღაზამ საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე