რეზონანსი
(26.11.2023)

რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე მოთხოვნა არაა. საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტ ქვეყანაში გამგზავრების სურვილი არ აქვთ. ამას ადასტურებს ციფრები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ქართველები უცხოეთში საყიდლების გამო დადიან და არა დასასსვენებლად. პირველ ადგილზე თურქეთია, მეორეზე სომხეთი. 

გამოდის, რომ პირდაპირი ფრენები მოსკოვთან მხოლოდ იმიტომ დაინიშნა, რომ მეტიი კომფორტი რუსებს ჰქონოდათ,  ეს კი,  სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმის მოთხოვნა იყო, რომელიც სისრულეში "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე