რეზონანსი
(27.11.2023)

მსგავსი რამ თუ მენახოს, ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს, რა საცოდაობაა, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ქმედებას..
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
ხაბეიშვილის თქმით, თუ ნიკა მელია რიტორიკას შეცვლის, შეუძლია, დაწეროს განცხადება პარტიაში გაწევრიანებაზე და მას ხელმეორედ მიიღებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



