რეზონანსი
(27.11.2023)

არ მგონია, რომ შესრულებადი პუნქტებია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების შესახებ განაცხადა.
„თუ დავინახავთ, რომ არის მინიმუმ იმის შესაძლებლობა, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების თემაზე ვილაპარაკოთ, შეიძლება ვიყოთ ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და საერთოდ არ მგონია, რომ შესრულებადი პუნქტებია. წინასწარ პასუხს ვერ გეტყვი“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შემუშავდება. დღეს ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. მმართველი გუნდის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



