რეზონანსი
(27.11.2023)

ნიკოლ ფაშინიანს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აკრიტიკებს. ასლან ბჟანიამ დაგმო სომხეთის პრეზიდენტის ის განცხადება, სადაც ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარს უჭერს.

ბჟანია ამბობს, რომ სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული და აფხაზეთის განვითარებას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, პუტინის მარიონეტი პრეზიდენტი წერს, რომ სომხებს აფხაზეთში აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ვერ შეძლო.

ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია" ყველაზე შესაფერისი მახასიათებლებია აფხაზეთისთვის, რომელიც მის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. არც სომხეთი და არც საქართველო ამ მახასიათებლებს არ აკმაყოფილებს", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე