რეზონანსი
(27.11.2023)

უამინდობა დასავლეთ საქართველოში - ბათუმის სანაპიროზე თითქმის 8 ბალიანი შტორმია. წყალმა ქალაქის ბულვარი დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბათუმის ვიცე მერი მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს. ხალხის გაყვანა, სავარაუდოდ, სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.

მერიის შესაბამისი სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. მიმდინარეობს როგორც სანიაღვრე არხების, ასევე, ზღვაში გამსვლელი არხების ინტენციური გაწმენდითი სამუშაოები. ამას ემატება ძლიერი ქარი და შტორმი, რომელიც 8 ბალს აღემატებას. მერიის შესაბამისი სამსახურები და ბულვარის ადმინისტრაცია თავის თანამშრომლებით გამოსულია ობიექტებზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამბობს ვიცე მერი. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, თუმცა ძლიერი ქარი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე