
ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჰქვია, დიდი დრო, რომ არ აქვს დარჩენილი თავისი პოლიტიკური არსებობის, ეს არის კიდევ ერთი პირდაპირი მანიშნებელი, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე ტრიალებს, უბედურება, რაც მათ საკუთარ თავს დამართეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა იგივე დამართნოდა საქართველოს, რაც არ გამოუვიდათ.
„რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოო ჯამში არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ ძალიან დიდი ალბათობით პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება, რადგან ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცუაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა. ეს რეალობაა, რომელსაც საზოგადოება აკვირდება. ვის აწყობს და ვის არა, ეს ცალკე საკითხია. ეს ქართულ საზიგადოებას უნდა აწყობდეს, რადგან ნაცვლად სრულიად დრესტრუქციული და ამორტიზირებული პოლიტიკური ძალისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ქვეყანამ ჯანსაღი ოპოზიცია უნდა მიიღოს. ვიდრე ეს პოლიტიკური პარტია იარსებს, როგორც ოპოზიციური ძალა, ცხადია, ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია არ ეღირსება. ამიტომ, პოზუტიურია ის პროცესები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



