რეზონანსი
(28.11.2023)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე აჭარის სანაპირო ზოლზე უხვი ნალექის და შტორმის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

„გუშინ განვითარებულმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, მაქსიმალურად დროულად ჩატარდეს გაწმენდითი სამუშაოები და დროულად დასრულდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად შეისწავლონ ზარალი და მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა კერძო პირს, თუ მეწარმეს, რომელიც მოვლენებმა დააზიანა", - აღნიშნა რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე