რეზონანსი
(28.11.2023)

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რის კი­რილ ბუ­და­ნო­ვის მე­უღ­ლე მძი­მე მე­ტა­ლე­ბის მო­წამ­ვლის დი­აგ­ნო­ზით კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, მათ შო­რის "ბა­ბე­ლი“ წერს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ა­ნა ბუ­და­ნო­ვა ამ­ჟა­მა­დაც სა­ა­ვამდყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მთავ­რდე­ბა, შემ­დეგ კი ექი­მე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ იქ­ნე­ბა“, - უყ­ვე­ბა "ბა­ბელს“ წყა­რო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­დან (ГУР).

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­და­ნო­ვას ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდა, "არა­ნა­ი­რად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყო­ფით ან სამ­ხედ­რო საქ­მე­ში".

"ამ ნივ­თი­ე­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თულ მო­წამ­ვლა­ზე მი­უ­თი­თებს“, - აცხა­დებს წყა­რო.

თვი­თონ ბუ­და­ნოვს მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, მის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, აცხა­დე­ბენ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში.

"Украинской правда-ს“ მი­ხედ­ვით, ძა­ლო­ვან ბლოკ­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბუ­და­ნო­ვის მე­უღ­ლე "სა­ვა­რა­უ­დოდ, საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­წამ­ლეს“.

"ის ცუ­დად ყოფ­ნა­ზე კარ­გა ხანს ჩი­ო­და, ამი­ტო­მაც გა­ი­კე­თა ანა­ლი­ზე­ბი, რა­მაც მო­წამ­ვლა და­ა­დას­ტუ­რა“, - ამ­ბო­ბენ რეს­პო­დენ­ტე­ბი.

მათი თქმით, ГУР-ის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­საც აღ­მო­აჩ­ნდათ მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი.

"რამ­დე­ნა­დაც ბუ­და­ნო­ვის ცოლი პა­ტა­რა წო­ნის ადა­მი­ა­ნია, მას უფრო ადრე გა­მო­უვ­ლინ­და. ასე­ვე მო­წამ­ვლა რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­საც აღ­მო­აჩ­ნდა: ისი­ნი უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რად დი­დე­ბი არი­ან და ვერ ამ­ჩნევ­დნენ, ახლა ისი­ნიც მკურ­ნა­ლო­ბენ“, - ამ­ბობს სა­დაზ­ვერ­ვოს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"РБК-Украина-ს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ბუ­და­ნო­ვის ცო­ლის მოკ­ვლის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბას ატა­რებს.

შიდა დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ვა­ლე­რი კონ­დრა­ტი­უ­კი "მე­დუ­ზას“ ესა­უბ­რა.

"ახლა ვე­ლა­პა­რა­კე კი­რილს და და­მი­დას­ტუ­რა მო­წამ­ვლის ფაქ­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ზი­ან­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მას­თან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში მოხ­და მო­წამ­ვლა.

გა­ნი­ხი­ლე­ბა ვერ­სია, თუ სად შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო მო­წამ­ვლა და ვინ იყ­ვნენ იმ დროს გარ­შე­მო. თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს მო­წამ­ვლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ამი­ტომ ამ ვერ­სი­ის ნამ­დვი­ლო­ბას ეს გა­რე­მო­ე­ბა არ­თუ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დრა­ტი­უკ­მა.

მან ასე­ვე ივა­რა­უ­და, რომ ბუ­და­ნო­ვის ცოლი რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ეს ვერ­სია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. წყა­რო

კი­რი­ლი და მა­რი­ა­ნა ბუ­და­ნო­ვა 2013 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ეს ბუ­და­ნო­ვის­თვის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. მისი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია. 2020 წელს უმაღ­ლეს რა­და­ში ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს პარ­ტი­ი­დან კენ­ჭი იყა­რა. 2021 წელს კი­ე­ვის მე­რის მრჩე­ვე­ლი გახ­და კო­რუფ­ცი­ის აღ­კვე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე