
ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები რომ ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ეს განცხადება ქადაგიშვილმა პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ხელმოწერების კამპანიის მისამართით გააკეთა.
„ადვილად იკითხება რა არის პრეზიდენტის მიზანი. ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები რომ ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად ნეიტრალური იყოს შიდაპოლიტიკური ბრძოლისგან და გამამწვავებელი ელემენტები არ შემოჰქონდეს, ჩართულია თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესის მომზადებაზე. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რეალურად არის სპეკულაცია ევროპული იდეით იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა და პერსპექტივა მოამზადოს. იმაზე აღარ შევჯერდები, რა პოლიტიკური მრევლი ჰყავს შემოკრებილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



