რეზონანსი
(28.11.2023)

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა, - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.

ამ მიზნით, ფერმერები, თითოეულ ჰექტარზე, 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ტერიტორია უნდა იყოს არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე