
"დროა, რატიფიცირება მოხდეს როგორც თურქეთის, ასევე, რა თქმა უნდა, უნგრეთის მიერ და ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაგზავნილი მკაფიო გზავნილი", - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია,
აჭიანურებენ.
"ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მომენტი ევროპისა და მსოფლიოსთვის - და NATO-სთვის, როგორც ორგანიზაციისთვის. უსაფრთხოების გაუარესების და ასევე უკრაინის ომის გამო, შვედეთის გაწევრიანება NATO-ში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბილსტრომმა NATO-ს მინისტრების შეხვედრაზე.
მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



