
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაჯედ ალ-ანსარმა განაცხადა, რომ კატარი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე საათში შედგება [მძევლების] საბოლოო ჯგუფის გათავისუფლება, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ზავის გახანგრძლივების გამოცხადებას. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ დღეს კარგი ამბები გვექნება გასაზიარებლად", - აღნიშნა კატარის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზრდასრული მამაკაცებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების გათავისუფლება განხილვის თემაა და ისინი შესაძლოა უახლოეს მომავალში გაათავისუფლონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



