რეზონანსი
(29.11.2023)

ზუგდიდში, კომბინატის დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებულ მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი ერთდროულად 40-მდე მრიცხველს მოეკიდა, მოგვიანებით კი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა მოსახლეობამ დროულად დატოვა, ელექტროენერგიის მიწოდება კი მოსახლეობას "ენერგო-პრო ჯორჯიამ" შეუწყვიტა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე