რეზონანსი
(30.11.2023)

ავარია ბათუმში. ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ერთმანეთს მოტოციკლი და შპს "ბათუმის წყლის" მანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. იგი ჯერ გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი "ბათუმის წყლის" ავტომობილს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: tv25
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



