რეზონანსი
(30.11.2023)

მსურს, შევუერთდე კოლეგებს და ვთქვა, რაოდენ რთული წელი გვქონდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო ეფუძნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო ბრაიენმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან გააკეთა ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში იმართება.

„კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან - იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან", - განაცხადა ჯეიმს ო ბრაიენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე