რეზონანსი
(01.12.2023)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რაც დათესა, იმას იმკის. 

„თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ. ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას - გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს - ერთხელ უკვე მოუწიათ არჩევნების ჩატარება და ალბათ კიდევ მოუწევთ უახლოეს მომავალში. ფაქტია, რომ პარტია არის დაშლილი და ღრმა კრიზისში. ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე