რეზონანსი
(01.12.2023)

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.
„იქიდან გამოვდივარ, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინის წინააღმდეგ) ომის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს. ამ ოპერაციაზე მუდმივ საფუძველზე კონტროლს უმაღლესი მთავარსარდალი ახორციელებს და ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს", - განაცხადა ლავროვმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



