რეზონანსი
(02.12.2023)

ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პრო­ცეს­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ვოს­კან ვოს­კა­ნი­ა­ნი პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ტი­რის. რუს­თა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­ვო­კა­ტი ამ­ტკცი­ებს, რომ კაცი ნა­ჯა­ხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქა­ლის­გან თავს იცავ­და.

მკვლე­ლო­ბა წალ­კა­ში გუ­შინ მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 53 წლის ეკა გუ­ლაშ­ვი­ლი. მკვლე­ლო­ბას წინ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და. მოკ­ლუ­ლი ქალი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ კონ­ფლიქ­ტი მა­მა­კაც­სა და ქალს შო­რის სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 29 ნო­ემ­ბერს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბე­დი­ან­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს, ნა­ჯა­ხით, თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 30 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე