რეზონანსი
(03.12.2023)

გასული ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატითა და საკრუიზო რაკეტით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ღამით გაშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატიდან 10-ის განადგურება შეძლეს. ამასთან, საკრუიზო რაკეტა ვერ გაანადგურეს, თუმცა მან მიზანს ვერ მიაღწია.
„12-დან 10-ის განადგურება შესანიშნავია. ეს არის კარგი შედეგები, რასაც ყოველდღე ვხედავთ", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



