რეზონანსი
(04.12.2023)

რამდენიმე საათის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

„ახლა ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის პირადი განკარგულებით ჩემი უძრავ–მოძრავი ქონება დააყადაღა აღსრულების ბიურომ და ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად. როგორც სჩანს პარტიის სანქცირებამ ოლიგარქს ვერ მისცა სასურველი შედეგი. ყველაფერზე დაწვრილებით ხვალ 15 საათზე ბრიფინგი,“ - დაწერა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე