რეზონანსი
(05.12.2023)

ოპოზიციონერი დეპუტატის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების საკითხში უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილი, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გაითვალისწინებს. მთავარია, რას გვეუბნება ჩვენი საზოგადოება ჩვენ“, - აღნიშნა სამნიძემ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად 9 პრიორიტეტზე იმუშაოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა პროგრესზე მუშაობას იქამდე განაგრძობს, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე