რეზონანსი
(05.12.2023)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა. "პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს" თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ", - წერს ადმინისტრაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე