რეზონანსი
(05.12.2023)

მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, ორბელიანების სასახლეში შეკრებილებმა პრეზიდენტის ინიციატივით უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „მოხალისეობა ახალი არ არის. მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ უცხო რეჟიმს, რომელიც დამკვიდრებაც ცდილობდა და მოსახლეობის ნაწილი ებრძოდა ამ რეჟიმის დამკვიდრებას. ეს იყო სუფთა წყლის მოხალისეობა. ასევე მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას და მე მინდა, რომ პატივი მივაგოთ წუთიერი დუმილით იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ შესწირეს თავიანთი სიცოცხლე და ჩვენთვის არიან ძალიან ღირებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე