რეზონანსი
(06.12.2023)

შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლის გამო, ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან ონლაინ ბრიფინგზე უარი თქვა. ვირტუალური გამოსვლები ბოლო მომენტში გაუქმდა, - წერს "ბიბისი".
„ზელენსკი ვერ შემოუერთდა ჩვენს ბრიფინგს. ბოლო წუთს, რაღაც მოხდა", - განაცხადა "დემოკრატმა" სენატორმა.
ონლაინ ჩართვის გაუქმებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადება, რომ, თუ აშშ-ის სენატი უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინა რუსეთთან ომის წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



