
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“ და "არასწორი ქმედება" უწოდა.
"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს", - თქვა ბაიდენმა და გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას - "ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებამდე ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, აშშ-ში დახმარების კანონპროექტის მიღების გარეშე, უკრაინას ფული მალე ამოეწურება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ "თუ აშშ ვერ შეძლებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ვაშინგტონს დაეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის დამარცხებაზე".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



