რეზონანსი
(07.12.2023)

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ამ დილით 08:16 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის დედაქალაქშიც. ეპიცენტრი კასპიის ზღვასთან დაფიქსირდა. ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა აზერბაიჯანში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა.  

ჯერჯერობით ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე