რეზონანსი
(07.12.2023)

თუ დაიბლოკება უკრაინის საკითხი, ასევე დაიბლოკება საქართველოს და მოლდოვის საკითხი, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აისახება ნეგატიურად საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
„თუ დაიბლოკება უკრაინის საკითხი, ასევე დაიბლოკება საქართველოს და მოლდოვის საკითხი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ევროკავშირში არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსის მომწიფების რეალური შანსი, არ მოხდეს ამ კონსენსუსის საბოტირება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



