რეზონანსი
(08.12.2023)

ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის თანხმობა გასცა. როგორც Tass-ი წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლში გამართული ცერემონიის მონაწილეებმა განუცხადეს.
ვლადიმერ პუტინს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 7 მარტს ეწურება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



