რეზონანსი
(11.12.2023)

გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით, ორი დღის წინ 6-მა ადამიანმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.
"კურიერის" ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრები და მათ პოლიცია სწავლობს.
გატაცებულის მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.
გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



