რეზონანსი
(11.12.2023)

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირების და ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ პარტიის შექმნასთან აფასებს. გია ვოლსკის განცხადებით, ამ ორ პარტიას შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს.

"პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. ხასიათი იგივეა, არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს მიაყენა სერიოზული ზარალი. სხვა განსხვავება შინაარსში, ან მომავლის ხედვაში, ან წარსულის შეფასებაში ამ სუბიექტთა შორის არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე