რეზონანსი
(11.12.2023)

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დღეს დაიწყება. ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



