რეზონანსი
(11.12.2023)

იტალიაში, საკვები პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 40 წლის კაცმა მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა მაღაზიის მენეჯერმა შეაჩერა და პოლიციას შეატყობინა.

ქართველი კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის სასამართლო პროცესამდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე