რეზონანსი
(11.12.2023)

ბაბი კირიკიტაძე გამოკითხვაზე იმყოფება. მომღერალი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯაროდ დაწერა, რომ ღირსების შემლახავი კადრები გაუვრცელეს.

მომღერალმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.  კადრები, რომელიც სოციალურ პლატფორმაზე აიტვირთა, მრავალჯერადად დამონტაჟებულია.

„აბსოლუტურად საზიზღარი და გულის ამრევი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე. ამას ასე ვერ დავტოვებდი.

ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე, ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც. წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ შეიძლება იყოს ასეთი ავადმყოფი და ბოროტმოქმედი. მე საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას მივიყვან ბოლომდე", - თქვა ჟურნალისტებთან მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე