რეზონანსი
(12.12.2023)

ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ გერმანიამ უფრო უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ლიდერობა უნდა იკისროს გაფართოების პროცესში, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფომ და ჩვენმა ერთ-ერთმა ძლიერმა პარტნიორმა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბერლინში იმყოფება და ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს.

„ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერის გარანტიები, რომ გერმანია ამ პროცესში საქართველოს აუცილებლად დაეხმარება. გერმანელმა კოლეგებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს მშვიდობისმყოფელის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში“, -აღნიშნა სამხარაძემ.

დღეს ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგში პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე