რეზონანსი
(13.12.2023)

რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ „ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ისრაელის მძევლები და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს.
„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაე, დასრულდეს ეს დიდი ტანჯვა ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის", - განაცხადა რომის პაპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



