რეზონანსი
(13.12.2023)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ივლისში ზაგრებში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა და მე ძლიერად ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა პლენკოვიჩმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



