რეზონანსი
(14.12.2023)

სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!“ - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე