რეზონანსი
(15.12.2023)

დღეს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აღარ გავა გადაცემა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". გადაცემის წამყვანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობამ გადაცემის დახურვის მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.
"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა 29 დეკემბერს გავა. რის შემდეგაც დათო გორგილაძე ტელევიზიას დატოვებს, რადგან მისთვის არხს თანამშრომლობის გაგრძელება თუნდაც სხვა წამყვანად არ შეუთავაზებია. საკუთარ გადაცემამდე იგი გარკვეული პერიოდი დილის გადაცემის წამყვანიც იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



