რეზონანსი
(16.12.2023)

2024 წელს რუსეთი 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კარაკაევი ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაცია ამერიკულ მხარეს ნებისმიერი დაგეგმილი გამოცდის შესახებ ინფორმაციას, არანაკლებ ერთი დღით ადრე აწვდის. მსგავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც აზიარებს", - განაცხადა კარაკაევმა.
კარაკაევმა აღნიშნა, რომ 24 საათით ადრე გაზიარებულ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი დრო, გაშვების ადგილი და ზემოქმედების არეალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



